კინოფესტივალები




ბერლინის კინოფესტივალი - "ოქროს დათვი"


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ანუ ბერლინალე, მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ტარდება ყოველი წლის თებერვალში.
ბერალინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად მასზე ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი. სეანსებზე დასწრება ფასიანია. ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით "რებეკა".
ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვისაპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.



ვენეციის კინოფესტივალი - "ოქროს ლომი"



ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალMostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) — უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც "Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica", აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზევენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალესნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).



კანის კინოფესტივალი - "ოქროს პალმის რტო"



კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანშისაფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.










No comments:

Post a Comment