პროექტი (მიზანი, მეთოდები, შედეგი)



პროექტის ზოგადი მიმოხილვა



მიმაჩნია, რომ ფილმებსა და საერთოდ კინოემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.  საზოგადოების ინტერესს იწვევს, მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასე ფილმს გარეთ. ამის გამოა რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.  მეც ერთერთი ასეთი "დამკვირვებელი" გამოვდივარ.
ვთვლი რომ კარგი ფილმის ყურება ერთერთია იმ იშვიათ საქმიანობათაგან რომლისთვისაც ღირს, რომ დრო დახარჯო. აღნიშნული პროექტიც – ბლოგის შექმნა კინე მატოგრაფის ისტორიის შესახებ ერთ–ერთი საშუალებაა კიდევ ერთხელ შევეხო ჩემს საყვარელ თემებს, ჩემს საყვარელ ფილმებს და გავუზიარო ჩემი შეხედულებები სხვებსა.

პროექტის მიზანი


პროეაქტის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე, კერძოდ, კინემატოგრაფის ისტორიის განხილვით, ქართული კინო–გამოცდილების დახასიათებით და საერთოდ კინოხელოვნებაზე საუბრით უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო ბლოგის მკითხველებს, დავაინტერესო ისინი იმდენად,  რომ თავად გაუჩნდეთ სურვილი აქტიურად ჩაებნან მსოფლიო კინოცხოვრებაში.



კვლევის მეთოდები


პროექტის განხორციელების დროს ჩემ მიერ კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები სხვადასხვაგვარი იყო, კერძოდ, ეს წარმოადგენდა ინფორმაციია მოძიებას ზოგადად კინემატოგრაფის, კინოხელოვნების განვითარების შესახებ ასევე სპეციფიკური ინფორმაციები კინოფესტივალებზე, კინოხელოვნების პრემიებზე, ქართულ კინემატოგრაფზე, რაც ვფიქრობ რომ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის.  

ინფორმაციის მოძიების და მისი განთავსების გარდა ჩავატარე გამოკითხვა ახალგაზრდებს შორის ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:
1. აქვთ თუ არა ინფორმაცია კინემატოგრაფის წარმოშობაზე (ვინ, როდის გადაიღო პირველი ფილმი)
2. ადევნებენ თუ არა თვალს მიმდინარე კინოფესტივალებს
3. დაინტერესება კინოპრემიების მიმართ (მაგალითად, ოსკარი, გოია, სეზარი და ა.შ.), რამდენად არის მათთვის ცნობილი ასეთი პრემიების არსებობის შესახებ
4. რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას.
5. რა იციან ქართული კინოხელოვნების ისტორიის შესახებ.


კვლევის შედეგი

ჩემ მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის უშუალო შედეგს წარმოადგნეს საკუთრივ ჩემი ცოდნის ამაღლება კინემატოგაფის ისტორიის, მისი განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა და იმედია, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ბლოგის მკითხველებში დიდ ინტერესს და მოწონებას გამოიწვევს.
რაც შეეხება ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს – გამოკითხვა ძირითადად 16 დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდებში ჩავატარე, მიღებული მონაცემების საბოლოოდ შედარების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა აქტიურადაა ჩაბმული მსოფლიო კინოცხოვრებაში, მუდმივად ეცნობიან კინო სიახლეებს. რაც შეეხება ინფორმაციას, როგორც ქართული კონემატოგრაფის ისე მსოფლიო კინემატოგრაფის წარმოშობის და განვითარების შესახებ  გამოკითხულთა მცირე ნაწილმა იცოდა, მათგან უმეტესობამ არასრულად. 

გამოკითხულთა გარკვეული (არც ისე დიდი) რაოდენობა დაინტერესებულია მიმდინარე კინოფესტივალებით და ეცნობა იქ წარდგენილ ფილმებს, უმეტესობას ურჩევნია იმ ფილმს უყუროს, რომელიც ამათუიმ ვებ გვერდის რეიტინგებით არის შემოთავაზებული.  სრულმა უმრავლესობამ იცოდა კინოხელოვნების პრემიის – ოსკარის არსებობის შესახებ და აღნიშნეს კიდეც რომ მიაჩნიათ ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად კინოინდუსტრიაში და ყოველ წელს ელიან დაჯილდოების ცერემონიალს, რაც შეეხება სხვა პრემიებს როგორებიცაა გოია, სეზარი, ევროპის კინემატოგრაფთა ჯილდო ან არ სმენიათ მათ შესახებ ან სმენიათ მაგრამ თვალს არ ადევნებენ.
კითხვაზე თუ რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას უმრავლესობამ აირჩია დრამა.

No comments:

Post a Comment