გოია - ესპანეთი
ოსკარი - აშშ
სეზარი - საფრანგეთი
ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო
ოსკარი
ჩამოთვლილთაგან ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ, კერძოდ ამერიკული კინოაკაადემიის მიერ დაწესებულ ჯილდოზე - ოსკარი.
1929 წლიდან მოყოლებული აღნიშნული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს. ძირითადი კატეგორიებია: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, საუკეთესო ქალი მსახიობი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ დაწესებულია ოსკარი უცხოენოვანი ფილმებისათვის, ანიმაციური ფილმებისთვის და სხვ.
ოსკარით დაჯილდოების ცერემონია ორგანიხებულია პროფესიული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებით Academy of motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11, რომელიც დღემდე მხოლოდ და მხოლოდ სამმა ფილმა აიღო. ესენია:
1. ბენ- ჰური (1959 წელი)
2. ტიტანიკი (1997 წელი)
3. ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2003 წელი)
აქვე შეგვიძლია დავასახელოთ წლევანდელი ოსკარის გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი: The Artist
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი: ჟან დუჟარდინი ფილმისთვის The Artist
საუკეთესო მსახიობი ქალი: მერილ სტრიპი ფილმისთვის The Iron Lady
საუკეთესო რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი ფილმისთვის The Artist
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის: კრისტოფერ პლამერი ფილმისთვის Beginners
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის: ოქტავია სპენსერი ფილმისთვის The Help
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის გახდა ირანული ფილმი გაყრა - a separation
No comments:
Post a Comment